მენეჯმენტი
ირაკლი ბურდილაძე
მმართველი პარტნიორი
ირაკლი ბურდილაძეს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, მაგისტრის ხარისხი კი მიიღო ჯონს ჰოპკინსის (ვაშინგტონი, აშშ) უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთერთობების მიმართულებით. ირაკლი 2000-2006 წლებში იყო ჯი-ემ-თი ჯგუფის ფინანსური დირექტორი. 2006–2013 წლებში კი იკავებდა საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციებს, ხოლო 2013 წლიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა მ2 უძრავი ქონების კომპანიას (შემდგომში საქართველოს უძრავი ქონების კომპანია). 2021 წლიდან ბიქეი ჰოლდინგის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.
გიორგი ნატროშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი ნატროშვილი იკავებდა ფინანსური დირექტორის პოზიციას უძრავი ქონების სექტორში, იყო გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსებისა და ოპერაციების მიმართულებით. მუშაობდა ტელეკომუნიკაციების სექტორში და იყო ფინანსური გეგმარების, რეპორტინგისა და ბიზნესის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი. აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, 2016 წელს მიიღო CFA დიპლომი.