სიახლეები

ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია ,,თეთრი კვადრატი“ კიდევ 2 ახალ პროექტს იწყებს საბურთალოზე

05.04.2023

ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია ,,თეთრი კვადრატი“ კიდევ 2 ახალ პროექტს იწყებს საბურთალოზე. „თეთრი კვადრატი ქავთარაძეზე“ და „თეთრი კვადრატი მინდელზე“ ეს არის 2 სრულიად განსხვავებული კონცეფციის შეთავაზება და საინტერესოა როგორც აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის ვისაც სურს მშვიდ და გამწვანებულ უბანში ცხოვრება საბურთალოზე.

პროექტების მშენებლობას ჰოლდინგში შემავალი სამშენებლო კომპანია ბიქეი ქონსთრაქშენი განახორციელებს, რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე და აქედან 15 წელი საქართველოში. ბიქეი ქონსთრაქშენი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა სირთულის მრავალი ობიექტი აქვს აშენებული.