სიახლეები

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ბიქეი ქონსთრაქშენი მე-3 პროექტს ახორციელებს.

12.04.2024

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩა, I შესახვევი N6 ში ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული ავარიული 4 სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი. მის ნაცვლად აშენდება ახალი, მრავალბინიანი 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „Georgian Houses"-ის მიერ, ხოლო მშენებლობას ახორციელებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“.

ობიექტის მიწოდების ვადაა 36 თვე; სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს - 6, 475, 669 ლარს. სამშენებლო ფართობია 4809.9 კვ.მ.

აღნიშნული პროქტით დაკმაყოფილდება 19 ოჯახი.