მენეჯმენტი
ირაკლი ბურდილაძე
მმართველი პარტნიორი, "ბიქეი ჰოლდინგი"ირაკლი ბურდილაძე არის ბიქეი ჰოლდინგის მმართველი პარტნიორი და თანადამფუძნებელი. იგი იყო დეველოპერული კომპანია M2-ის გენერალური დირექტორი (Georgia Capital plc-ის შვილობილი კომპანია, LSE: CGEO, საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი) ასევე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი. (LSE: BGEO, საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარი) ირაკლი GMT Group-ის ფინანსური დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში Marriott-ის სასტუმროების მფლობელი და დეველოპერი კომპანიაა. ირაკლის აქვს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დიპლომი.
გიორგი ნატროშვილი
გენერალური დირექტორი, "თეთრი კვადრატი"გიორგი ნატროშვილი დეველოპერული კომპანია “თეთრი კვადრატის” გენერალური დირექტორია. მას აქვს ათ წელზე მეტი გამოცდილება ფინანსებსა და ოპერაციებში, მათ შორის უძრავი ქონების სექტორსა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) განთავსებულ კომპანიებში. გიორგი მუშაობდა დეველოპერული კომპანია ფინანსურ დირექტორად (CFO) და ოპერაციულ დირექტორად (COO), სადაც მართავდა 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის აქტივებს და მოიზიდა 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პროექტების დაფინანსება. გიორგის აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი და არის CFA ქარტიის მფლობელი (CFA Charterholder). კარიერა დაიწყო Ernst & Young-ში.
ბაკური ბერეკაშვილი
გენერეალური დირექტორი, "ბიქეი ქონსთრაქშენი"ბაკური კომპანიას შეუერთდა 2019 წელს, ბიქეი ქონსთრაქშენის დირექტორი კი გახდა 2022-ში. მართავდა არაერთ მსხვილ პროექტს. მუშაობდა ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში და თბილისის საქალაქო სასამართლოში. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს.
არჩილ აბრამიშვილი
მთავარი საინვესტიციო მრჩეველი, "ბიქეი ჰოლდნგი"არჩილ აბრამიშვილი არის BK Holding-ის მთავარი საინვესტიციო მრჩეველი, რომელიც ზედამხედველობს საინვესტიციო სტრატეგიას, ბაზრის ანალიზს, ინვესტორებთან ურთიერთობებსა და კაპიტალის განაწილებას ჯგუფის უძრავი ქონების, სამშენებლო და ალტერნატიული აქტივების პლატფორმებზე. არჩილი, მუშაობდა აქციების ანალიტიკოსად ლონდონში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდში 959 Capital LLP-ში, ასევე იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მრჩეველი. არჩილს აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი, ასევე პრიზის ამერკული უნივერსიტეტის ორმაგი ბაკალავრის ხარისხი (BA Hons) საერთაშორისო ეკონომიკაში და ფილოსოფიაში, პოლიტიკასა და ეკონომიკაში (PPE)