GE

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ბიქეი ჰოლდინგი არის საქართველოში დაფუძნებული სრულად ინტეგრირებული უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანია. ჩვენ ვავითარებთ, ვაშენებთ და ვმართავთ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს მშენებლობას, შიდა დეველოპმენტს, სამუშაო ძალის მომზადებასა და საინვესტიციო მენეჯმენტს.

ჰოლდინგი აერთიანებს 4 კომპანიას, კერძოდ: "ბიქეი ქონსთრაქშენი" - სამშენებლო კომპანია, დეველოპერული კომპანია - "თეთრი კვადრატი" და სამშენებლო კოლეჯი - "კონსტრუქტ2". გარდა ამისა, ბიქეი ჰოლდინგი მოიცავს საკონსულტაციო კომპანია- BK Real Estate Advisors-ს, რომელიც ქმნის უძრავი ქონების სტრატეგიებს, კაპიტალის სტრუქტურირებასა და საინვესტიციო მართვის ეფექტურ მიდგომებს.

BK Holding
ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ
ბიქეი ქონსთრაქშენი

30-წლიანი გამოცდილების მქონე, წამყვანი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს მშენებლობის უმაღლესი სტანდარტები ქართულ ბაზარზე.

ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ
თეთრი კვადრატი

დეველოპერული კომპანია, რომელსაც საქართველოში 14 მიმდინარე პროექტი აქვს.

ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ
კონსტრუქტ2

სამშენებლო კოლეჯი, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიის ახალ კვალიფიციურ პერსონალს ამზადებს.

ინვესტიციებისა და აქტივების მართვა
BK Real Estate Advisors

საქართველოს პირველი სტრუქტურირებული უძრავი ქონების საინვესტიციო პლატფორმა, რომელსაც მხარს უჭერს ბიქეი ჰოლდინგი და სხვა წამყვანი ინვესტორები.

სრულად ინტეგრირებული სისტემა

მშენებლობა, დეველოპმენტი, სწავლება და ინვესტიციები ერთიან სტრუქტურაში.

განხორციელების ძალა

უძრავი ქონების სრული ციკლის განმავლობაში შიდა რესურსებით უზრუნველყოფილი შესაძლებლობები.

განვითარებაზე ორიენტირებული

მრავალწლიანი გამოცდილება კაპიტალის მოზიდვისა და ეფექტურ ინვესტირებაში.

კორპორატიული სტრუქტურა

ბიქეი ჰოლდინგი მოიცავს ოთხ ძირითად კომპანიას, რომლებიც ოპერირებენ უძრავი ქონების, მშენებლობის, განათლებისა და ინვესტიციების მიმართულებით. თითოეული კომპანია მაღალი კომპეტენციითა და გამოცდილებით უზრუნველყოფს სრული ციკლის მომსახურებას -იდეიდან განხორციელებამდე.

Corporate Structure

შვილობილი კომპანიები

Tetri Kvadrati

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და სანდო დეველოპერული კომპანია, რომელიც გამოირჩევა ინოვაციებით, ხარისხითა და მასშტაბური საცხოვრებელი პროექტებით.

BK Construction

მშენებლობის პროცესის წამყვანი კომპანია, რომელიც ახორციელებს მაღალი სირთულის პროექტებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

Construct2

აკრედიტებული სამშენებლო კოლეჯი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებას, პრაქტიკულ გამოცდილებას და დასაქმების შესაძლებლობებს სამშენებლო სექტორში.

BK Real Estate Advisors

საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება უძრავი ქონების სტრატეგიებში, კაპიტალის სტრუქტურირებასა და საინვესტიციო მართვაში.